logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
- +

3 დეკემბერი. 2023. 11:37

 

 

„კიევის მერის ვიტალი  კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა - კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არდაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის შეფასებით, უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ კორუფციასა და ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ უკრაინაში კარგი ვითარება არ არის.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ფონზე, გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას უნდა დაეწიოს.

 

„კიევის მერის ვიტალი  კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის“. არესტოვიჩმა - კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არდაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა...

 

მოკლედ, უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა,  ამას თავად უკრაინელები აღიარებენ...

 

ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, „შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვასო...“

 

ამოცანა გვეკითხება, კერძოდ, რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მეორე - ეს ქალბატონი პღეზიდენტი ადეკვატურია თუ არა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი