logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: კითხულობენ, რა არის ტროცკიზმიო? რასაც „ტვ პირველი“ და მისი პატრონ-დამფინანსებელნი იგონებენ, ხოლო უსირცხვილო შავნოდარა უტიფრად ახმოვანებს, ეს არის ტროცკიზმი
- +

3 დეკემბერი. 2023. 18:17

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე  „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში და  „ჰამასისთვის“ საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე, რისთვისაც, თითქოს გამოყენებული იყო ქართული პორტები, სოციალურ ქსელში აფასებს.

 

გვენეტაძე აზიარებს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ რეპორტაჟი სიცრუეზე იყო დაფუძნებული.

 

ექსპერტის თქმით, საკუთარი სამშობლოსთვის ყველანაირი სიბინძურის დაბრალება საქართველოს განადგურებას ემსახურება.

 

„კითხულობენ, რა არის ტროცკიზმიო? აი,  ეს არის ტროცკიზმი, რასაც „ტვ პირველი“ და მისი პატრონ-დამფინანსებელნი: ჭუტა წერეთელი და მამუკა ხაზარაძე იგონებენ, ხოლო უსირცხვილო და ნამუსგარეცხილი შავნოდარა უტიფრად ახმოვანებს!

 

დიახ, ამ სულაძაღლებულებისათვის ამ დედამიწაზე არაფერი არ არის დარჩენილი, გარდა იმ აყროლებული, სუნაშვებული  სალაფავის, რომელშიც თავიანთი ბინძური დინგები ღრმად აქვთ ჩაყოფილნი!

 

ასე როგორ უნდა გათახსირდე და გაფუჭდე კაცი, რომ საკუთარ სამშობლოს გაუგონარი ტიპის საზიზღრობა დააბრალო!

 

და რისთვის?

 

მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი გაუმაძღარი მუცლები კიდევ უფრო მეტი სიბინძურით ნაშოვნი ფულებით  ამოივსონ!

 

მოკლედ, ამათი საშველი არასდროს არ იქნება, ვინაიდან „გათახსირებულნი კაცებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი“ და რა გასაკვირია, მათთვის პრიორიტეტი კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს დაქცევა-განადგურება იყოს!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი