logo_geo
ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს, Mona.ge-ის სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს
- +

7 დეკემბერი. 2023. 18:31

 

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი,  „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმის, mona.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა - გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.

 

„ელენე ხოშტარიას თუ სურს,  Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი