logo_geo
კახა კალაძე: მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის
- +

29 დეკემბერი. 2023. 16:50

 

 

„დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

 

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!“ - წერს კალაძე.

 

 

big_banner
არქივი