logo_geo
ნუკა არველაძე: მარაზმი, რასაც ჩვენი ადგილობრივი ლიბერალები ებოლას ვირუსივით ავრცელებენ, ლიბერალიზმის სახელით ნეოფაშიზმის გამავრცელებელია!!!
- +

8 იანვარი. 2024. 12:12

 

 

„ნეოფაშიზმის იდეოლოგიის გამტარებელი დასავლური ძალები თავისუფლების და დემოკრატიის  სახელით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცდილობენ მსოფლიოში  ჰეგემონის როლის შენარჩუნებას და ამით საკუთარი უსაფრთხოების და სიძლიერის გამყარებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

„არ დავწერდი ამ პოსტს, რომ არა შობის ისეთი სახით გაქილიკება, რაც წელს უკვე გაბედეს!!!

 

რუსული შობა? - შობას ეროვნება მიანიჭეს ამ მართლა უჯიშოებმა!!!

 

არადა, სურათი, რომელიც 30 წელია ჩვენს თვალწინ ვითარდება და ხოლო ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით  ხილული და აქცენტირებული გახდა, თუ სამშობლო არ გძულს, შეუძლებელია, რომ გაიზიარო!

 

მარაზმი, რასაც ჩვენი ადგილობრივი, პროვინციული ლიბერალები ებოლას ვირუსივით ავრცელებენ, და რომელმაც უკვე ღრმად დაასნებოვნა ბევრი „დასავლური ღირებულებების“ მქონე ქვეყანა, ეს ვირუსი ლიბერალიზმის სახელით ნეოფაშიზმის  გამავრცელებელია!!!

▪️

დემოკრატიის და თავისუფლების სახელით არაერთი განადგურებული, ცეცხლის ალში და უბედურებაში გახვეული  ქვეყანა ვიხილეთ!

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკვე  ლიბერალებად წოდებული  ნეოფაშისტური ძალები იმდენად შენიღბული  იყვნენ,

 

რომ არა მსოფლიო გლობალიზაციის და გლობალური ომების არქიტექტორების რუსეთთან დაპირისპირება, და ფაქტობრივად ცივ ომში შესვლა, ვინ იცის რა მოხდებოდა და ეს ვერაგი ძალა რამდენად დააზარალებდა ჩვენს სამშობლოს!

უკრაინა-რუსეთის ომად შერაცხული მსოფლიო დაპირისპირება, ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომია, საკმაოდ კარგად მომზადებული ავანტიურაა, ათწლეულების მანძილზე დამუშავებული და დახვეწილი პიარტექნოლოგიებით! 

▪️

მთავარია, დემოკრატების კადრი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ამერიკის პრეზიდენტის სახელს, გვარს, ფსიქიკურ მდგომარეობას, გემი მაინც მიდის და მას უხილავი „სხვა“ მართავს, „სხვა“, რომელიც ამერიკელ ხალხს არ აურჩევია! ესაა დასავლური ვირტუალური დემოკრატია!!!

 

-ვის გჯერათ, რომ მძინარა ბაიდენი ქვეყანას თვითონ მართავს?

 

-ვის გჯერათ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ლეგენდარულ ისრაელის „მოსადს“,  აშშ-ის „ცერეუს“ და ბრიტანულ „მი-6“-ს გამოეპარა?

 

-ვის გჯერათ, რომ  22 000 პალესტინელის, მათ შორის 14 000 ბავშვის და ქალის ამოწყვეტა  „ჰამასს“ გაანადგურებს? გაანადგურებს იმ ბოროტებას რომელმაც 7 ოქტომბერს  1200 ადამიანი დახოცა და მძევლად აიყვანა?

 

-ვინ იტყუება და ვინ ტყუვდება?!

 

-ვის სჯერა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი,  ნარცისი სააკაშვილი მართავდა საქართველოს?!

 

გული გაგვიგლიჯეს, როცა ბუჩა აჩვენეს - ნერვიულობისგან არ მეძინა!

 

რა დაემართა გამოძიებას, რაც ვიცი, ვერაფერი ქნეს და რუსეთის მოთხოვნაზე, ბრიტანელებმა მტკიცებულებები და მოკლულთა გვარები გაასაჯაროვონ, დუმილს ამჯობინებენ!

 

მაგრამ, უკაცრავად;

 

საერთაშორისო გამოძიება დაიწყეს და ირკვევა, რომ უკრაინა არც ჰააგის და არც სხვა საერთაშორისო სასამართლოებს არ ცნობს და არც წევრია, ისევე როგორც რუსეთი!!!

დღეს ისევ ბევრი რამ არის გაურკვეველი და ბურუსით მოცული. ვფიქრობ, შორსა არაა ის დღე, როცა ყველა სიცრუეს და ავანტიურას ნათელი მოეფინება!

▪️

ახლა კი ცოტა შორს წავიდეთ.

 

მოდით, ასე დავარქვათ, ნეოფაშიზმის იდეოლოგიის გამტარებელი დასავლური ძალები თავისუფლების და დემოკრატიის  სახელით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცდილობენ მსოფლიოში  ჰეგემონის როლის შენარჩუნებას და ამით საკუთარი უსაფრთხოების და სიძლიერის გამყარებას.

 

ბინძური თამაშები საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობის მოპოვებით და მერე დემოკრატიის და თავისუფლების შენების დაპირებით დაიწყო;

 

დისიდენტები და საბჭოეთის სიმახინჯესთან მებრძოლი ადამიანები კარგად შეისწავლეს და გამოიყენეს, ზოგი გაცნობიერებულად აქციეს აგენტებად, ზოგიც-საკუთარი პატრიოტიზმის წყალობით, ბრმა იარაღად. დაამუშავეს და აგენტების  ნაწილს დრო და დრო აღვიძებენ,  როცა სჭირდებათ!

 

მათი მეთოდები ყველა ქვეყანაში უცვლელი უსაზიზღრესია!

 

ნაწილმა თავისი საქმე აქტიურად აკეთა და ახლა არხეინაადაა ჯერჯერობით...

 

თავიდან იყი მოლაპარაკება, რომ მშვიდობიანი მსოფლიოს სახელით, ამერიკა და რუსეთი ერთად დააბალანსებდნენ მსოფლიოს დიდ მოვლენებს, მათი ინტერესები  არ გადაეკვეთებოდა,  და იქნებოდნენ არხეინად.

 

რუსეთის მხრიდან იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა:

 

არ ჩარეულიყო  და რუსეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხე არ შეექმნა აშშ-ს და NATO-ს წევრ ქვეყნებს და მათ შორის მთავარი იყო  რუსეთის სიახლოვეს ნაკლები NATO-ს ჯარები და ნაკლები ჩარევა შიდა პოლიტიკაში.

 

იმდროინდელი საბჭოთა ელიტა დაჭაობებული  რომ იყო, ვთანხმდებით.

 

ვთანხმდებით იმაზეც, რომ კომპარტიის და საბჭოთა КГБ-ს მაშინდელმა  მესვეურებმა დასავლეთში დიდი ფული და „პარტიის ოქრო“ გადაქაჩეს და ბევრი მათგანი დღეს მშვიდ სიბერეს ევროპასა და  აშშ-ში ატარებს, თვით გორბაჩოვი, თვით საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი და ბევრი „გალიბერალებული“ კომუნისტი!

▪️

აქვე ლამის სამაგიდო წიგნად იქცა ზბიგნევ ბჟეზინსკის „დიდი საჭადრაკო დაფა“ - ვითომ გათვლა და ანალიტიკა  რუსეთის სამ ნაწილად დაშლაზე და მის ადგილას უმართავი პატარ-პატარა სახელმწიფოსმაგვარი ქვეყნების დარჩენაზე!

 

ახლა ვხვდები, ეს სურვილი იყო, გეგმა - მსოფლიო გლობალიზაციის და ჰეგემონიის განმტკიცების და არა  ანალიტიკა ან სტრატეგია!

 

ეს იყო გეგმა პოსტსაბჭოთა სივრცის რესურსების დაპატრონებისა  და  ახლა დაემატა რესურსების გატარებისთვის, ლოჯისტიკური  დერეფნების კონტროლის სურვილიც.

▪️

დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ნეოფაშისტმა გლობალისტებმა საქართველოში გააკეთეს, ჩვენს ომებს ვგულისხმობ,

 

ომებს იწვევენ ყველა ქვეყანაში, სადაც მთავრობებს ვერ იმორჩილებენ!

 

და ამის პირველი მსხვერპლი გახლდით ჩვენ და  ჩვენს მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია!

 

ახლა უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ დასავლეთი, ელცინის რუსეთის მთავრობასთან  და КГБ-დან გადაბირებული და სხვადასხვა ინტერესებით „დავერბოვკებულ“ მაღალჩინოსნებთან ერთად მოქმედებდა!

 

თუნდაც მამა ბუშის სიტყვები გავიხსენოთ, როცა მან დამოუკიდებელი საქართველოს  მხარში დგომის ნაცვლად თქვა, რომ

 

- გამსახურდია მდინარის დინების საპირისპიროდ მიდის!

 

და თუნდაც მერე განვითარებული მოვლენები,

 

შეკვეთილი მკვლელობები, მოწყობილი ავარიები, გათამაშებული ტერაქტები... და სასწრაფოდ ქვეყნიდან გაქცეული გიორგაძეც, რომლის ცხოვრების აზრი მხოლოდ გალიბერალებული პატრონის  მსახურებაა და არა საკუთარი სამშობლოს სიყვარული!!!

 

გიორგაძე და ალასანია ლიბერალური რუსეთის და საბჭოთა კავშირის КГБ-ს გადაბირებული, გალიბერალებული ნარჩენები არიან, ნარჩენები, რომლებმაც წლების მანძილზე აფათურეს თავისი ბინძური ხელები საქართველოში!

 

ახლა ვხვდები, რომ  მიზანმიმართულად იყო პროვოცირებული და  გამოწვეული ძმათამკვლელი ორი ომი, სამოქალაქო ომი და საშინელი  დაპირისპირება დედაქალაქში უბნებს შორის  -  მივიღეთ მიწაში ჩაწვენილი საჯიშე თაობა!!!

 

აი, ეს იყო შედეგი!!!

 

ამაზე ლაპარაკი ადვილია დღეს, როცა ირკვევა, რომ რაც აქ დატრიალდა, იგივე სისხლიანი „სცენარები“  დატრიალდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რიგრიგობით, და ბევრგან ახლაც გრძელდება!!!

 

და რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ხდება  რუსეთშიც!

▪️

ყოველდღიური მსოფლიო პრესის გაცნობით და დაკვირვებით ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ პაზლი არ ივსებოდა,

 

რუსეთის მიმართ, აი იმ რუსეთის მიმართ, რასაც ელცინის რუსეთის ჰქვია, ჩემი დამოკიდებულება ცალსახად  ნეგატიური იყო, არის და რჩება!

 

რუსული შიდა, ლიბერალური პოლიტიკა ერთი ერთში ჯდებოდა სააკაშვილის  პოლიტიკასთან, ვინაიდან სცენარისტი ერთი იყო, და სცენარის ნაწილი იყო 2008 წლის ომიც!!!

 

მივხვდი, რომ მთელი ერი ბოლო დონემდე დაგვაბოლეს.

 

დიახ, დაგვაბოლეს და დღემდე ამის მცდელობაა, რომ ჩემი  მტერი მხოლოდ რუსეთია და არიქა, დაგვიპყრობს თურმე!

 

და მაქვს ლოგიკური კითხვა:

 

- თუ რუსეთს უნდა ჩვენი დაპყრობა, ანექსია, მიერთება - რამ ან ვინ შეუშალა ხელი?

 

მე შენ გეტყვი, მოღალატეები და უკანალმიშვერილები ბლომად არ  გვყავდა და გვყავს?!

 

თუ რუსეთს ჩვენი სუვერენიტეტის წაშლა უნდა, რა უშლის ხელს?

 

რაღაცა ეჭვი მეპარება, რომ ან ევროპა ან ამერიკა და თუნდაც ნატო მას აშინებდეს

ამის ფაქტი დევს უკრაინის სახით!

 

არც ანალენას, ვიოლას, მარკეტას და  მალგოჟეტას შეშფოთებები უნდა აშინებდეს, მაინცდამაინც, ასე მგონია.

 

ერთ რამეს ვხედავ:

 

რუსეთში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები  და ბრძოლა ნეოფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც ასევე ლიბერალიზმის სახელით კარგად იყო გამჯდარი რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ ელიტაში.

 

და მხოლოდ  უკრაინაში კონფლიქტის დაწყების მერე გაიაზრა რუსმა მმართველმა   ელიტამ, თუ რამდენი მტერი ჰყოლიათ ქვეყანაში, ნეოლიბერალების სახით, და მათ „ინოაგენტები“ დაარქვა უკვე!

 

ჩვენც გვინდოდა სხვა ქვეყნის აგენტების მონიშვნა, ისე, როგორც ამერიკელებს, მაგრამ არ დაგვაცადა ჩვენმა ნეოლიბერალურმა აგენტურამ!

 

ვამბობდი, რომ ეს კონფლიქტი რუსეთს გააძლიერებდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ  ამდენად;

 

გინდა ეკონომიკურად, გინდა პოლიტიკურად და გინდა გარეთ გამოსული  სიმართლით!

▪️

დაახლოებით ორ თვეზე მეტია, რაც მედიით ძალიან აქტიურად ვაკვირდები რუსეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს.

 

არა, ეს არ არის საბჭოთა გადმონაშთი,

 

ეს არის იმპერიული რუსეთი!

 

დაწყებულია სრულიად ახალი კონსერვატიული  აზროვნება!!!

 

ფაქტობრივად, ამ კონფლიქტით რუსეთმა თავის თავზე აიღო გლობალისტების ჰეგემონიის ნგრევის დასაწყისი და მინდა გითხრათ, კარგად გამოუვიდა!

 

ბრიქსი  BRICS -  მხოლოდ დასაწყისია.

 

დღეს თითქმის ყველა ქვეყანა, ვინც ვითომ ღიად დაუპირისპირდა რუსეთს, აშშ-ის კარნახით თუ ზეგავლენით ცდილობს, რუსეთთან კულისებში აწარმოოს მოლაპარაკება და მათ შორის არის ამერიკის კონსერვატიული ფრთაც,

 

არც ერთ ქვეყანას არ შეუწყვეტია რუსეთთან  ვაჭრობა,

 

ყველა  შესყიდვა ხდება რუსული რუბლით,

 

სვიფტიდან SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის შემდეგ თავად შეექმნათ გარკვეული პრობლემები გადარიცხვებთან დაკავშირებით,

 

და არაბული ქვეყნებიც,

 

აღარც ვამბობ ჩინეთზე, ინდოეთზე და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე,

 

რუსეთთან ალიანსში არიან ღიად,  გაცხადებულად!!!

 

▪️

კითხვა მაქვს:

 

დღეს რუსეთმა ჩვენი ე.წ. დაპყრობა რომ მოინდომოს ან გადავირიეთ და გავხსენით ფრონტი,

 

ვინ დაიცავს საქართველოს?

 

ჩვენ ხომ  ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის არმიას ჩვენ კი არა, აქამდე „ლეგენდარული“  NATO-ც  ვერ ერევა!

 

არადა, ვეღარც ივაჭრებენ რუსეთთან ჩვენით, მმართველი ძალის მშვიდობის პოლიტიკის წყალობით!

 

ახლა სტრატეგიული მეგობრების დახმარებით, თუნდაც, იმ ფაქტს, რომ სტატუსი მოგვცეს, ჩემთვის ერთი ახსნა აქვს მხოლოდ:

 

მათ არ სურთ ჩვენი დაკარგვა, რადგან ჩვენ ფასი დაგვედო და ამიტომაც ეს იყო იძულება, რომ მთლად იდიოტების როლში არ დარჩენილიყვნენ

 

როგორც აბრეშუმის გზა - ასევე წყალქვეშა კაბელი და ა.შ. კიდევ არაერთი  რამ.

 

თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩვენს სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს,

▪️

საქართველო გზაჯვარედინზეა,

 

ასეთია ჩვენი გეოგრაფია:

 

აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი,  რუსეთი.

 

და ყველა ქვეყანასთან გვაქვს  დიპლომატიური და კარგი ურთიერთობა რუსეთის გარდა.

 

სამხრეთ კავკასიის გული ვართ!

 

რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ისე ვითარდება, რომ ალბათ უნდა დადგეს დღის წესრიგში დიპლომატიური და ოფიციალური მოლაპარაკებების  დაწყება.

 

და თუნდაც  იმიტომ, რომ დღესაც კი, რუსეთის შემორჩენილი ლიბერალური ნაწილი, ვითომ ძალიან რუსული პოლიტიკით,  ცდილობს ლიბერალური ნეოფაშიზმის სხვა კუთხით შემოტენვას საქართველოში!

 

ჩემთვის ყველა ერთია, ვინც დღეს ჩემს  სამშობლოს  უპირისპირდება, პროვოკაციულად იქცევა და ავანტიურას ხლართავს!!!

▪️

რუსეთთან ოფიციალური საუბარი სწორედ იმ ნეოლიბერალებს დაასუსტებს, ვინც თავის დროზე დაატრენინგა ნოდარიკო მელაძე და სხვებიც.

 

სწორედ სააკაშვილის დროს არაერთი ჯგუფი იქნა მაშინდელი ნეოლიბერალურ რუსეთის მოვლენილი.

 

ეს ის რუსული ჯგუფია,  ვისაც პუტინის მოსვლამდე ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდა და  მილიარდერებიც გახდნენ.

 

ეს ის რუსეთია, რომელიც უდიდეს ავანტიურებს ატრიალებდა პუტინის კარზე  და ეს ის რუსეთია, ვინც დღეს რუსეთიდან გაქცეული ხვდება, რომ ძალიან დიდი ქაქი ჭამა.

▪️

მოკლედ, იმის თქმა  მინდა, რომ როდესაც ორ ქვეყანას შორის აღდგება ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობა,

 

როდესაც  ორ ქვეყანას შორის დაილაპარაკებენ მთავრობები,

 

ეს ყველანაირ შესაძლებლობას მოუხსნის ნეოლიბერალების ნარჩენებს, რომ ხლართონ ორ ქვეყანას შორის ინტრიგები.

 

მთავარია, ეს ურთიერთობები იყოს მაღალი დონის, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი.

 

აი ისე, როგორც ჩინეთთან, თურქეთთან, უნგრეთთან, აზერბაიჯანთან და კიდევ არაერთ ქვეყანასთან.

 

მერე, მხოლოდ მერე იქნება შესაძლებელი ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.

▪️

ვიცი, ძალიან დიდი პოსტია.

ვეცადე, ინფორმაცია მაქსიმალურად ჩამეტია და თუ ახლა ამას კითხულობ,

გმადლობთ.

და მინდა გითხრათ, რომ  ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი“, - წერს ნუკა არველაძე.

 

 

big_banner
არქივი