logo_geo
ირაკლი ლატარია: კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი არაობიექტური და დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი -ნუ გახდებით ჭიაბერაშვილისა და უგულავას მერობის ამოძახილი - ვიყოთ ობიექტურები
- +

18 იანვარი. 2024. 17:34

 

 

„კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი, კი, საკმაოდ არაობიექტური და საკმაოდ დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი..  ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი - პარის გამოშვებაა!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.

 

ირაკლი ლატარია წერეთლის გამზირის ირგვლივ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მთავარია პრობლემის აღმოფხვრა და ვინ ვის დააფარებს ხელს...და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძე არავის გადაუსვამს თავზე ხელს და დაწყებულ პროექტს, ვადებში და საკმაოდ მაღალ დონეზე - დაასრულებს და ვინც დასასჯელია, ყველაც დაისჯება...“

 

„რა თქმა უნდა მარაზმია, როდესაც ამხელა ფული იხარჯება და ვიღაც კონტრაქტორების გამო მართლაც რომ ისტორიული პროექტი, ახმელა პრობლემის წინაშე დადგა. მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება მერმა დაიწყო და წერეთლის გამზირი იმ დროში გაიხსნებაო, რა დროშიც თავიდანვე დავგეგმეთო.

 

მჯერა, რომ კალაძე მართლაც ყველაფერს აკეთებს რომ ყველა პროექტი იყოს ზედმიწევნით საუკეთესოდ შესრულებული, მაგრამ როდესაც კონტრაქტორები უშვებენ შეცდომებს, მაგ დროს მერს რა შეუძლია? აუქმებს ხელშეკრულებებს, აჯარიმებს და რა ვიცი, თუ უფრო ღრმა დანაშაულებები გამოიკვეთა .... ნამდვილად არ დააფარებს კალაძე ხელს არავის...

 

თბილისის მერზე მეტად, ცოტა ვინმეს თუ უნდა, რომ წერეთლის გამზირი იყოს საუკეთესოდ გაკეთებული და ახლა რომ ყველა ეცით კალაძეს, თან მაშინ, როდესაც პრობლემების გამოსწორება დაიწყეს მშენებლებმა და გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში აგრძელებენ მუშაობას - ცოტა არ იყოს, მიზანმიმართული კამპანია მგონია კახის წინაღმდეგ...

 

მეც ძალიან ნერვები მეშლება, როდესაც ამხელა პროექტზეა საუბარი,    ასი წლის წინანდელი მილები, კაბელები და ა.შ. სისტემები როდესაც იცვლება, როდესაც ამხელა ფული მიდის, რათა წერეთლის მცხოვრებლებისთვის გამზირი გახდეს საუკეთესო და ამ დროს, რომელიღაც კომპანია ყველაფერს აფუჭებს, სისხლი მეყინება, ისე ვმწარდები ..მაგრამ აქ მთავარია პრობლემის აღმოფხვრა და ვინ ვის დააფარებს ხელს... და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძე არავის გადაუსვამს თავზე ხელს და დაწყებულ პროექტს, ვადებში და საკმაოდ მაღალ დონეზე - დაასრულებს და ვინც დასასჯელია, ყველაც დაისჯება...

 

ხოლო კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი, კი, საკმაოდ არაობიექტური და საკმაოდ დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი..  ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი - პარის გამოშვებაა!!!

 

ყველაფერი კარგად იქნება და ნუ გახდებით ჭიაბერაშვილისა და უგულავას მერობის ამოძახილი - ვიყოთ ობიექტურები“, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი