logo_geo
გია აბაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილის პროტესტზე: მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან
- +

27 იანვარი. 2024. 12:49

 

 

„მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან“,  - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის ნაწილის პროტესტს.

 

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალს ნახავს, მიხვდება, რომ სიცრუეა განცხადებები, თითქოს კლინიკის თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

 

„მუდმივად, როდესაც უსაფუძვლო პროტესტები იმართება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ქვეყანაში დესტრუქციის მოსურნე ორგანიზატორები დგანან.

 

როგორ შეიძლება გააპროტესტო ის, როცა ასეთ უპრეცედენტო საკომპენსაციო პაკეტს გთავაზობენ?

 

ნებისმიერი საღად მოაზროვნე, ვინც ამ ჩამონათვალს გადახედავს, მიხვდება, რომ დიდი ფარსია ის განცხადებები, რომ თითქოს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის („რესპუბლიკურის“) თანამშრომლები უმუშევრები, კომპენსაციის გარეშე რჩებიან და სახელმწიფომ ისინი მიატოვა.

 

ამასთან, აღნიშნული კლინიკის ბაზაზე შეიქმნება თანამედროვე მრავალპროფილური, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.

 

მავანთ უნდა ახსოვდეთ, რომ 2012 წლიდან აღარ ვცხოვრობთ ნაცრეჟიმის მოჩვენებითი დაპირებებისა და გამოძალვა-განადგურების ეპოქაში. დაპირდება ეს ხელისუფლება? ასრულებს!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი