logo_geo
ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: გაძევებული იყო ქვეყნიდან სააკაშვილის მიერ და ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებული, როგორც ნაცებთან მებრძოლი, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ერთიანდება მტრებთან
- +

9 თებერვალი. 2024. 18:28

 

 

„მიდის ფინალისკენ იმ ქალის შეზელა კოხტა კოდუას და კასტილიანი კაცის პარტიასთან“,  - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა,  სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც მიხეილ  სააკაშვილმა პროცესების ქუჩაში გადატანისკენ მოუწოდა.

 

ექსპერტის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრად უფრო რთულ პერიოდში მოახერხა ხელისუფლებამ სტაბილურობის შენარჩუნება და ახლაც არავის მიეცემა სხვა სცენარებით პროცესების განვითარების შესაძლებლობა, იმედისმომცემია.

 

„მიდის ფინალისკენ იმ ქალის შეზელა კოხტა კოდუას და კასტილიანი კაცის პარტიასთან. ქალი, რომელიც  გაძევებული იყო ქვეყნიდან სააკაშვილის მიერ და ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებული, როგორც ნაცებთან მებრძოლი (ამ გადმოსახედიდან უკვე დაუჯერებელია და ღრმად მწამს, რომ აგენტად შემოუშვეს პატრონებმა) ერთიანდება მტრებთან, ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

 

2012 წლიდან ამაზე ბევრად უფრო მეტი გამოწვევის წინაშე იდგა ხელისუფლება, მაგრამ ღირსეულად გაიარა რთული გზა, დაანახა  ხალხს თავისი სიძლიერე და პრინციპულობა. რასაც ახლა გვპირდება ახალი პრემიერ-მინისტრი, რომ შენარჩუნდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომ არავის მისცემს უფლებას გარეთ დაწერილი სცენარით არიოს ქვეყანა, იმედის მომცემია და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება“, -  წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი