logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეს: სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად აგრძელებენ
- +

17 თებერვალი. 2024. 12:32

 

 

„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ აგრძელებენ- ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, პენსიებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 1000 ლარიანი პენსია ვის არ მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია მინიმუმ უნდა დაფიქრდე რას გატყუებს.

 

„1000 ლარიანი პენსია ვის არ მოეწონება, მაგრამ თუ ამას ხაზარაძე და მისი „ლელო“ გპირდება, ცხადია მინიმუმ უნდა დაფიქრდე რას გატყუებს- პირველი რომ ყოველგვარი საბიუჯეტო გათვლის გარეშე აბრეხვებენ ამ პოლიტიკურ-პოპულისტურ ბლეფს! მერე თურმე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას, რაც ნიშნავს ჩვენი ეკონომიკა 10%-ით შემცირებასა და საქართველოს კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ახლა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები კი არ უნდა გავწყვიტოთ, მხოლოდ სანქციები უნდა დავუწესოთო. ე.ი. შენ სანქციებს უწესებ რუსებს, ამით შენსავე ქვეყნის ეკონომიკას ურტყამ, რუსები კი ლმობიერად შენთან სავაჭრო ურთიერთობებს კვლავ წყნარად  აგრძელებენ- ამას ეუბნები ხალხს? მაგრად ცდილობს თემიდან გამოძრომას, მაგრამ ვერ ძვრება, საკუთარ პოპულისტურ განცხადებებში იხლართება, რაც პრინციპში მთლიანად „ლელო“-სა და ხანდაზმული თაღლითების რეალური სახისა და გეგმების დანახვაში ეხმარება საზოგადოებას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი