logo_geo
ზურაბ ქადაგიძე: აღმაშფოთებელია, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით, ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით ილანძღება, რაც მთავარია - იტყუება
- +

25 თებერვალი. 2024. 15:54

 

 

„აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. 

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ სამარცხვინო კაცს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს ბინძური ტერმინოლოგიით საუბარი.

 

„აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია, მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, ილანძღება და რაც მთავარია - იტყუება! ამ სამარცხვინო კაცს აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედოს ბინძური ტერმინოლოგიით საუბარი. პასუხი უნდა გაეცეს იმიტომ, რომ მომავალში იცოდეს - არავინ გაუტარებს ასეთ გულისამრევ საქციელს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

big_banner
არქივი