logo_geo
ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: მიმაჩნია, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პრეზიდენტად წოდებულის ამ მორიგ მავნებლურ განცხადებაზე
- +

29 თებერვალი. 2024. 18:56

 

 

„ეს არის, როგორც მინიმუმ, შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ ქართული  ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პატრიარქის მიმართ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

 

„როგორც მართლმადიდებელი მრევლი, მიმაჩნია, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პრეზიდენტად წოდებულის ამ მორიგ მავნებლურ განცხადებაზე. ეს არის როგორც მინიმუმ შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი