logo_geo
გია აბაშიძე „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან
- +

5 მარტი. 2024. 12:43

 

 

„ნაცპროპაგანდის ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, „ტვ პირველმა“ მიიღო დავალება - „გააშავონ“ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი „ჟურნალისტები“ ამაოდ ყიყინებენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეზე თავდასხმის მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უკვე წაგებული აქვს.

 

„ნაცპროპაგანდის ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, „ტვ პირველმა“ მიიღო დავალება - „გააშავონ“ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი „ჟურნალისტები“ ამაოდ ყიყინებენ.

 

რევანშისტების უწიგნური ე.წ. მედია იმდენად ჩამოძონძილია, რომ მისი დროებითი ბოროტი ზღაპრების გაშიფვრას არ ესაჭიროება ანალიზიც კი.

 

გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან და გამართული საარჩევნო სისტემის გარდა, ვითომ თავს ესხმიან ცესკო-ს თავმჯდომარეს.

 

უკიდეგანოდ უვიცი გოიმი ნოდარ მელაძეები როცა შეგაქებენ, ისაა პრობლემური და არა მათი გახუნებული კრიახი.

 

P.S. ნაკლებად მგონია, რომ ნაცსექტის ერთ-ერთმა განშტოებამ, „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ" სამართლიანი მოსაზრება გამოხატოს. ბატონ კალანდარიშვილს, ისევე როგორც ნაცპროპაგანდის ცილისწამების სხვა ადრესატებს ვურჩევ, რომ სასამართლოს მიმართონ“, - წერს აბაშიძე.

 

big_banner
არქივი