logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: რა უნდა გააკეთონ ან მელიამ, ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც „ნაცმოძრაობიდან“ მოჰყვებათ?
- +

5 მარტი. 2024. 15:58

 

 

„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ, ქამელეონის მსგავსად ფერი იცვალონ და პოლიტიკურ გარემოს შესაბამისად შერწყმული წარმოუდგნენ. რა უნდა გააკეთონ ან მელიამ, ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც მათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოჰყვებათ?“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, სამწუხარო ისაა, რომ მათი მხარდამჭერები თითქოს ამას ვერ ამჩნევენ. რეალობა კი ის არის, რომ მათი მხარდამჭერებიც იგივე სექტანტები არიან, ოღონდ ახლა ცდილობენ, რომ ნაცებს გაემიჯნონ.

 

„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკური სუბიექტები (უფრო მართებული იქნებოდა, რომ მეთქვა პოლიტიკური ქვეწარმავლები) ცდილობენ, ქამელეონის მსგავსად ფერი იცვალონ და პოლიტიკურ გარემოს შესაბამისად შერწყმული წარმოუდგნენ. რა უნდა გააკეთონ ან მელიამ, ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც მათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოჰყვებათ? ალბათ ვერაფერი, თუმცა, აქ სამწუხარო ისაა, რომ მათი მხარდამჭერები თითქოს ამას ვერ ამჩნევენ, რეალობა კი ის არის, რომ მათი მხარდამჭერებიც იგივე სექტანტები არიან, ოღონდ ახლა ცდილობენ, რომ ნაცებს გაემიჯნონ, აი, თუ როგორ გამოუვათ მათ ეს გამიჯვნა, ძალიან მარტივად ჩანს - გვარამიას და მელიას თუ უჭერ მხარს, ნაციონალი ხარ თუ ნეო-ნაციონალი, რა მნიშვნელობა აქვს, ეგ ხარ, აბა, ვინა ხარ?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

big_banner
არქივი