logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი ფასების ზრდაზე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: რაღაც მზაკვრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე" "მუშაობაზე" თავის არიდებას ცდილობს
- +

6 მარტი. 2024. 13:51

 

 

მე პირადად იმან დამაინტერესა, რატომ შეწუხდა ბატონი ვაშაძე ფასებით დღეს? იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც თემის გადაფარვა თუ თავის არიდება სჭირდება, ისეთი ავანტიურისტ და პოპულისტი პოლიტიკოსისგან, როგორიც ვაშაძეა, არაფერი გამიკვირდება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის,  გიორგი ვაშაძის მიერ ფასების მატებაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ვაშაძე სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე"  მუშაობაზე თავის არიდებას ცდილობს და  უცხოელი პატრონებისგან ექნება მიღებული დავალება, რომ ფასებზე შეწუხდეს. 

 

„ჭიჭე ვაშაძე გამოსულა რიტორიკული კითხვით, ჩვენთან ფასები რატომ იზრდებაო. არ ვიცი, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ფასებია როგორია, დაბალი, მაღალი თუ შესაბამისი, ამაზე ალბათ ეკონომისტები გასცემენ პასუხს. მე პირადად უფრო იმან დამაინტერესა, რატომ შეწუხდა ბატონი ვაშაძე ფასებით დღეს? იმიტომ ხომ არა რომ რაღაც თემის გადაფარვა თუ თავის არიდება სჭირდება, ისეთი ავანტიურისტ და პოპულისტი პოლიტიკოსისგან, როგორიც ვაშაძეა, არაფერი გამიკვირდება. უბრალოდ გავიხსენოთ, როგორ ცდილობდა ხელის მოთბობას კორონა ვირუსის დროს ტესტების შემოტანაზე, ან „მთელი ცხოვრება რუსების მაგინებელი“ როგორ აქირავებდა ბინას რუსეთის მოქალაქეებზე. ახლაც რაღაც მზაკვრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ „ლგბტ პროპაგანდის კანონზე" "მუშაობაზე" თავის არიდებას ცდილობს. ასეა თუ ისე, ნამდვილად უცხოელი პატრონებისგან ექნება მიღებული დავალება, ასე და ასე თქვი, ამჯერად ფასებზე უნდა შეწუხდეთო", თორემ მეტი არაა ჩემი მტერი, ჭიჭე ვაშაძეს ქვეყნისა და მოსახლეობის ბედი ადარდებდეს“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი