logo_geo
ნინო ფოჩხუა გიორგი კალანდარიშვილის შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მაგალითად გარდაცვლილ მშობელს, მაგრამ მათ უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით
- +

7 მარტი. 2024. 15:11

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს.

 

ფოჩხუას შეფასებით, არის რაღაცები, რასაც არავინ უნდა შეეხოს, თუმცა, კონკრეტულ ჟურნალისტებს უკვე ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არჩევანი აქვთ გაკეთებული.

 

„ნოდარ მელაძის და მისი გამომძიებელი ჟურნალისტებისგან რა უნდა გაგიკვირდეს, სინდისზე და მორალზე ხელი აქვთ აღებული (ამაში იღებენ ფულს), მაგრამ ხომ არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მაგალითად, გარდაცვლილ მშობელს, გარდაცვლილ შვილს, მაგრამ მათ უკვე გაკეთებული აქვთ არჩევანი, ქართველი ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის და ეს როგორც მთავრდება, კი ვიცით, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. გადახედონ თავისი მეგობრების და არამეგობრების, ვინც მსგავსად იცხოვრა, ცხოვრებას და იქნებ დასკვნა გამოიტანონ“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

big_banner
არქივი