logo_geo
გია აბაშიძე: ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე
- +

7 მარტი. 2024. 17:01

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს, სადაც ნათქვამია, რომ „ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე“.

 

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით ჩაახშო რევანშისტების ნარატივი „ჩრდილოვან მმართველობაზე“ და „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ზურგის ქარი მისცა.

 

„მართებულად აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე. საზოგადოებასთან ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა შეუფასებელმა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე.

 

კულუარული მმართველობა კოგნიტურად დაქვეითებული ჯო ბაიდენის ამერიკაშია მოსაკითხი, რაზეც არაერთი დასავლელი აქტორი ამბობს, რომ ობამას მესამე ვადის ხელისუფლებაა. ჩვენს საზოგადოებას სიბეცე და ჩამორჩენილობა არასოდეს ახასიათებდა“, - წერს აბაშიძე.

 

big_banner
არქივი