logo_geo
გია აბაშიძე: „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის როლი, არშემდგარი სახელმწიფო ვიქნებოდით
- +

9 მარტი. 2024. 16:02

 

 

„მავნებელმა „ნაცოპოზიციამ“ და მისმა მფარველებმა ვერაფრით შეცვალეს დამყაყებული „მესიჯბოქსი“ დესტრუქციასა და ყალბ ფასეულობებზე. რეალობა ისაა, რომ ვერაფერს ახალს იგონებენ და მუდმივად აფრქვევენ ბოღმასა და შხამს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ არა მისი  როლი, ვიქნებოდით ე.წ. Failed State, არშემდგარი სახელმწიფო.

 

„მავნებელმა „ნაცოპოზიციამ“ და მისმა მფარველებმა დასავლეთში ვერაფრით შეცვალეს დამყაყებული „მესიჯბოქსი“ დესტრუქციასა და ყალბ ფასეულობებზე. რეალობა ისაა, რომ ეს საბრალო რევანშისტები არსით ზენეგატიურნი არიან, ვერაფერს ახალს იგონებენ და მუდმივად აფრქვევენ ბოღმასა და შხამს. ჰყავთ ფსევდო-ფავორიტები, კრებსითი სალომე ზურაბიშვილები და მოღალატე, ე.წ. „ენჯეოშნიკები“ და ჰგონიათ, რომ რამეს მიაღწევენ.

 

„ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის უძვირფასესი როლი, ვიქნებოდით ე.წ. Failed State, არშემდგარი სახელმწიფო.

 

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი