logo_geo
გია აბაშიძე: თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები?
- +

18 მარტი. 2024. 13:05

 

 

„საკითხავია, ოცდაათწლიანი თანამშრომლობისა და თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო ან გამარტივებულ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიუღებელია ე.წ. დამადლება გაწეულ ამერიკულ დახმარებაზე.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობაში ინტერესები და ურთიერთსარგებლობა მუდმივია, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაზე მინიშნება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

 

„საკითხავია, ოცდაათწლიანი თანამშრომლობისა და თხუთმეტწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისას, საქართველომ რით ვერ დაიმსახურა ვაშინგტონიდან პარტნიორობის მინიმალური ბენეფიტები? საუბარია უვიზო ან გამარტივებულ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალ ვაჭრობაზე.

 

ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ცალკეულთა კრიტიკის მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახორციელებს მულტივექტორულ პოლიტიკას. შედეგები ამგვარია (მოკლედ):

 

- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, მალე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა;

 

- ისრაელთან უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ავიარეისები და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში;

 

- ეკონომიკურ პარტნიორობაზე გაფორმდა შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან;

 

- ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან, ასევე სხვა რამდენიმე სახელმწიფოსთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალურად გასამარტივებლად და კონკრეტული შედეგებიც სახეზეა.

 

ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. დამადლება გაწეულ ამერიკულ დახმარებაზე. ჩვენ არასდროს და არავის დავამადლებთ ჩვენი საამაყო ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, ეს არ ზის ქართველთა სულში.

 

რაც შეეხება დამადლებულ დახმარებას. ფაქტია, რომ აშშ-ის დახმარების მსუყე ნაწილი, სამწუხაროდ, იმ რადიკალური ე.წ. არასამთავრობოების ხელში ხვდება, რომლებიც ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ აქტივობას ეწევიან.

 

საერთაშორისო ურთიერთობაში ინტერესები და ურთიერთსარგებლობა მუდმივია, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაზე მინიშნება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია!“ - წერს გია აბაშიძე.

 

big_banner
არქივი