logo_geo
ვატო შაქარიშვილი: მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი...
- +

23 მარტი. 2024. 14:02

 

 

„მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც უკვე ფაშიზმში გადაიზარდა!  არ იქნება არც Je suis Charlie, არც სოლიდარობის და სამძიმრის სიტყვები… მაშინ, როცა მინიმუმ 60 უდანაშაულო ადამიანი, ქალი, კაცი, ბავშვი ტერორისტებმა უმწეო მდგომარეობაში სასტიკად მოკლეს…“ - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ქართველი ფაშისტები, რომლებიც თავს ლიბერალებს უწოდებენ, მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით წარმოუდგენელ მოსაზრებებს წერენ და თან ამტკიცებენ, რომ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან.

 

„მოსკოვში მომხდარმა შემზარავმა ტერორისტულმა აქტმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დასავლეთში გამეფებული ფარისევლობის მასშტაბი, რომელიც უკვე ფაშიზმში გადაიზარდა!

 

არ იქნება არც Je suis Charlie, არც სოლიდარობის და სამძიმრის სიტყვები… მაშინ, როცა მინიმუმ 60 უდანაშაულო ადამიანი, ქალი, კაცი, ბავშვი ტერორისტებმა უმწეო მდგომარეობაში სასტიკად მოკლეს…

 

გადავხედე ბორელის, მიშელის, ფონ დერ ლაიენის და სხვების ოფიციალურ გვერდებს - დუმილი… ეტყობა, ბორელისეული „აყვავებული ბაღის“ ბინადრები რომ არ იყვნენ ეს ადამიანები, მათზე არ ვრცელდება სიცოცხლის უფლება, ტერორისტების მიერ უსასტიკესი ფორმებით მათი დახოცვაც კი, არ იწვევს ემპათიის განცდას…

 

უფრო შორს წავიდნენ ქართველი ფაშისტები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებენ. რომ კითხო, ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან და ჰუმანურობის უმაღლეს მწვერვალზე არიან… გამოდგნენ და წარმოუდგენელ რაღაცებს წერენ და ამბობენ… ჯერ კიდევ არაფერი იყო დასრულებული და „ტვ პირველზე“ „სამხედრო ანალიტიკოსები“ გამოიყვანეს, რომლებიც ერთმანეთზე უარეს სისულელეებს ლაპარაკობდნენ. დილიდან, საქართველოს მთავრობის სამძიმრის წერილს შეესივნენ და ფბ-ტერმინს გამოვიყენებ - აჰაჰავებენ ანუ დასცინიან. ხვალ გამოვლენ და ცხოველთა უფლებებზე ლექციებს წაგვიკითხავენ…

 

ეს ფარისევლები… ეს ფაშისტები…“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

big_banner
არქივი