logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: აუცილებელია სახელმწიფოებრივი მიდგომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც მიზანდასახულად ახდენენ საქართველოს დისკრედიტაციას გარედან შემოსული ფულის მეშვეობით
- +

23 მარტი. 2024. 17:59

 

 

„აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ  საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით“, - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი.

 

„დიახ, აუცილებელია მიზანმიმართული, სახელმწიფოებრივი მიდგომა და მუშაობა იმ არასამთავრობო, სინამდვილეში კი ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც გეგმაზომიერად, მიზანდასახულად ახდენენ  საქართველოს დისკრედიტაციას სათანადო გაუმჭვირვალე ქვეყნის გარედან შემოსული შავი, დამალული ფულის მეშვეობით!

 

ამიტომაც სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ბრძოლა და გამოვლინება იმ კოლექტიური მეხუთე კოლონის მისამართით, რომლებიც ე.წ. არასამთავრობოთა ცხვრის ქურქში არიან გახვეულნი!

 

და  სინამდვილეში კი უშუბლძარღვოდ დაბადებულნი, თვალის დაუხამხამებლად,  დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ ყიდიან, საქართველოს მოსახლეობისათვის და  სახელმწიფოს ინტერესებს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

big_banner
არქივი