logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს დაუმარცხებლობის ნიშანია
- +

25 მარტი. 2024. 21:31
"წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, ამ უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს მომავალი დაუმარცხებლობის ნიშანია", - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტული პირების მიერ სოციალურ ქსელში ცისარტყელას ფოტოს განთავსებას და „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისთვის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების გამო მიმართვას.
 
 
ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ადამიანები ცისარტყელაში მხოლოდ ლგბტ დროშას ხედავენ, ოკუპაციის დასრულების იარაღად კი შარვლის ჩახდა მიაჩნიათ.
 
 
“წვიმის შემდეგ ცისარტყელას ცაზე გამოსახვა ბუნებრივი მოვლენაა, ამ უპატიოსნო გვამებისთვის თურმე ლგბტ-ს მომავალი დაუმარცხებლობის ნიშანია. ამ ადამიანების ტვინში თუ ოკუპაციის დამარცხების იარაღი შარვლის ჩახდა და უკანალის ჩვენებაა, „შემოქმედებით მუზა“ უნიტაზზე ჯდომისას იბადება, ცაზე წვიმის შედეგად გამოსახულ ცისარტყელაში მხოლოდ ლგბტ დროშას ხედავენ. ჩაიცვან და დაიხურონ ამ თემის შესაფერისად, ხარ ლგბტ ცხოვრების მიმდევარი ნუ გერიდება იყავი, არავინ გერჩის უბრალოდ ნუ მალავ... ისე თავის დროზე ფერეიდნელი ქართველები თურმე ასე ზრდიდნენ თავიანთ შვილებს ვინც ცისარტყელას ქვეშ გაძვრება ერთ მშვენიერ დღეს სანუკვარ და სანატრელ საქართველოში შეძლებს ჩასვლასო. ამ ვაჟ-ქალბატონებს კი ცისარტყელას დანახვაზე თურმე სხვა „აზრები და გრძნობები“ უჩნდებათ...", - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
 
 
big_banner
არქივი