logo_geo
გია აბაშიძე: ფსევდოლიბერალების მიერ მოსამართლეების ვითომ „გაშავების" კამპანია მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი არ გააჩნიათ
- +

31 მარტი. 2024. 13:45

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლეებთან დაკავშირებით ქუჩებში გაჩენილი წარწერების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსის თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფსევდოლიბერალებს  სხვა საპროტესტო რესურსი  არ გააჩნიათ.

 

მისივე თქმით, ასეთი „ლუზერების“ გარე დაფინანსება იმის მანიშნებელია, რომ დამფინანსებლები საერთოდ არ იცნობენ საქართველოში არსებულ რეალურ განწყობებს.

 

„ფსევდოლიბერალების „ბაბლის" მიერ მოსამართლეების ვითომ "გაშავების" კამპანია ქუჩებში წარწერებით, მეტყველებს იმაზე, რომ სხვა საპროტესტო რესურსი უსამშობლოებს არ გააჩნიათ. დაობებული "კმარას" ეს მეთოდები მოუძველდათ მხოლოდ გრანტების მადიდებელ ტრაგიკომიკურ პერსონაჟებს. ხოლო ყველაფერში ასეთი „ლუზერების“ გარე დაფინანსება იმის მანიშნებელია, რომ დამფინანსებელები საერთოდ არ იცნობენ საქართველოში არსებულ რეალურ განწყობებს”, - წერს გია აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი