logo_geo
გია აბაშიძე: 26 ოქტომბერს გასაკეთებელი არჩევანი ასეთია - მშვიდობიანი განვითარება თუ მყრალ ჭაობში დაბრუნება
- +

31 მარტი. 2024. 16:03

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქვეყანაში დღეს ყველაფერი გარკვეულია, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის.

 

აბაშიძის განცხადებით, საღად მოაზროვნე საზოგადოების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ პოლიტტექნოლოგიური შეფუთვებით "ნაცობა" ვერ დაიმალება, ამიტომ, 2024 წლის არჩევნებზე, არჩევანი მშვიდობიან განვითარებასა და ჭაობში დაბრუნებას შორის მოუწევს.

 

26 ოქტომბერს, პარტიათა სიუხვის მიუხედავად,  გასაკეთებელი არჩევანი ასეთია - მშვიდობიანი განვითარება თუ მყრალ ჭაობში დაბრუნება. საღად მოაზროვნე საზოგადოების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ თვალთმაქცური და მდარე ხარისხის  პოლიტტექნოლოგიური შეფუთვებით, ბოროტი "ნაცობა" ვერაფრით დაიმალება.

 

 

„დღეს ქვეყანაში ძალიან გარკვეულია ყველაფერი, ქართველ ამომრჩეველს ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ერთი ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე კი ანტიეროვნული მტრული ძალები, რომელსაც ერთი სახელი ჰქვია - „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა არჩევანი არ არსებობს დღეს ქვეყანაში. იგივე მელიას თუ გვარამიას გაერთიანება, ან „ლელო“-„ნაცების“გაერთიანება არის ისევ ერთი ბოროტი მტრული ძალის ნაწილები“, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი