logo_geo
ნინო ფოჩხუა: როცა ქვეყანას აიძულებენ ვეტინგის დანერგვას სასამართლო სისტემაში, მამუკა მდინარაძემ ამას საკადრისი პასუხი გასცა
- +

1 აპრილი. 2024. 23:09

 

 

დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე მე არ მახსენდება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება. ტრიბუნასთან იდგა სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თანაბარ ენაზე ესაუბრებოდა ისეთი ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიც ამერიკაა,  - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას შეეხება.

 

ექსპერტის თქმით, მართალია აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში უნდა ჩაერიოს.

 

"დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე მე არ მახსენდება ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება. ტრიბუნასთან იდგა სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თანაბარ ენაზე ესაუბრებოდა  ისეთი ქვეყნის წარმომადგენელს, როგორიც ამერიკაა. მართალია აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს და ამას ჩვენ დავეთანხმოთ. დღეს როცა ქვეყანას აიძულებენ ვეტინგის დანერგვას სასამართლო სისტემაში, მამუკა მდინარაძემ ამას საკადრისი პასუხი გასცა და აქეთ მოსთხოვა ამერიკის ელჩს უსამართლო სანქციის გაუქმება იმ მოსამართლეზე, რომელმაც განიხილა გვარამიას საქმე და ევროპულმა სასამართლომ მის განაჩენს დადებითი შეფასება მისცა.

 

 

აი ასე იქცევა ღირსეული პოლიტიკოსი, ვისთვისაც ქვეყნის კეთილდღეობა სულერთი არ არის.

 

დიახ, სიმართლე ერთია, მაშინ როცა ვერაფრით ამტკიცებ მოსამართლის მიკერძოებას, ვერ ამტკიცებ გვარამიას სიმართლეს და ასანქცირებ უდანაშაულო მოსამართლეს, კრიმინალ გვარამიას კი უწოდებ პოლიტპატიმარს, ასეთი პასუხი ექნება დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსს." - წერს ფოჩხუა  Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი