logo_geo
მამუკა მდინარაძე: თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!
- +

6 აპრილი. 2024. 18:22

 

 

„წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!“ - ასე გამოეხმაურა „ფეისბუქში“ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

 

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები.

 

„გუშინ სიმართლეს და არგუმენტებს ვეღარ გაუძლეს, ვერც ვეღარაფერი დაუპირისპირეს და უბრალოდ მამხილებელი ინფორმაცია არეპორტეს მთელი დღე. შემდეგ, შავი ფულის დაცვის კამპანიას ნაცების ერთი დანაყოფიც მიეშველა, „დააფაქტჩეკა“, თავადვე დაადგინა, რომ მათი ტყუილის საპასუხო და მამხილებელი არგუმენტები „იყო ტყუილი“ და ათასობით ადამიანს დაუბლოკეს „ქარდები“.

 

ასე იყო მათი მმართველობის დროსაც - ცენზურა იყო მთავარი იარაღი და არა არგუმენტები. სტილი უცვლელია.

 

წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ სიმართლის და ფინანსების გამჭვირვალობის? თუ პრობლემა არ არის, რას არეპორტებენ? წაიკითხოს ხალხმა და თავად გადაწყვიტოს მტყუან-მართალი!

 

ცენზურის ლოკალური წარმატებით კი ის ხალხი იყო აჟიტირებული და გახარებული, რომლებიც ევროპული ღირებულებების მიმდევრობაზე დებენ თავს“, - წერს მდინარაძე.

 

 

 

big_banner
არქივი