logo_geo
თეა თუთბერიძე: თუ მიშას დრო წავიდა, ბაქრაძის დრო რატომ ვეღარ წავიდა?
- +

5 დეკემბერი. 2016. 01:14


 

„თამარ ჩერგოლეიშვილს საერთოდ ვერ ვხვდები რატომ აქცევთ და ანიჭებთ ამხელა ყურადღებას",- ამის შესახებ თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს.


თუთბერიძის თქმით, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს ბოკერია მხარს თუთბერიძეს „გაეცინა".


„ახლა ასევე მოკლედ ჩემი აზრი, 1. თამარ ჩერგოლეიშვილს საერთოდ ვერ ვხვდები რატომ აქცევთ და ანიჭებთ ამხელა ყურადღებას (ის არც პარტიის წევრია და არც ბოკერიას ცოლობა ნიშნავს იმას, რომ მას არ შეიძლება განსხვავებული აზრები ჰქონდეს და ამას გამოთქვამდეს); პრობლემა არა იმაშია, თუ რას დაწერს თამარა ჩერგოლეიშვილი, არამედ იმ ადამიანებში ვინც ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ;

 

2. ეს პრობლემები ამ პარტიაში მიშას ემიგრაციაში წასვლის მერე არ დაწეყბულა. გაცილებით დიდი და ღრმა ფესვები აქვს . . . რასაც გადაჰყვა კიდეც სააკაშვილის ხელისუფლება;

 

3. განსხვავებული აზრების ქონა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ შენ ამ შენი განსხვავებული აზრებით დღევანდელ ვითარებაში პარტიის რეალურ ამომრჩეველს არ კარგავ ვირტუალური ამომრჩევლის მოზიდვის იმედით. მათი მოზიდვა ამ პარტიაში ნაკლებად წარმომიდგენია, თუნდაც სააკაშვილი სულ არ იყოს ამ პარტიის ლიდერი. ამისთვის სხვა ახალი პარტიაა ჩემი აზრით საჭირო.

 

4. მოგვწონს ეს თუ არა, მიშა იყო და დარჩება ამ პარტიის ლიდერი.

 

5. სხვებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის თავის დროზე, როცა მათ ეს ხელეწოფებოდათ, რასაც დღეს ისინი საზოგადოებისგან, კერძოდ კი ენმ-ის მხარდამჭერებისგან ითხოვენ - დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების ქონა (ამაზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო რა და როგორ);

 

6. ამ ვითარებაში ყველაზე მეტად თუ ვინმეზე მწყდება გული ეს სწორედ გიგაა, რადგან მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან არ მინდა იმ რაღაცეების დაჯერება, რასაც მიყვებიან პარტიის შიგნით მის ქმედებებზე. გიგასგან თავის დროზე ძალიან ბევრი რამე მაქვს ნასწავლი. ბევრჯერ გვქონია სხვადასხვა თემებზე სხვადასხვა აზრები. როცა თავისი პოზიციას დაასაბუთებდა, თუ არ გავიზიარებდი ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა ის გამეკეთებინა და ისე, როგორც თავად ვთვლიდი სწორად. და დღეს როდესაც პარტიის შიგნით გიგას დიქტატორობის მცდელობებზე საუბრობენ, როგორც მინიმუმ ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის.

 

P.შ. გიგას კომენტარი წავიკითხე ყრილობის ბოლოს გაკეთებული, რომ ის დავით ბაქრაძის პარტიის თავმჯდომარეობას უჭერს მხარს ამ პარტიის გაჯანსაღებისთვის და განვითარებისთვის. სიმართლე გითხრათ გამეცინა. თავის თავზე რომ ესაუბრა, ნამდვილად არ გამეცინებოდა, რადგან ბაქრაძე და გიგა სხვადასხვა დონე იყო და არის. გაუგებარი კი ისაა, რომ თუ მიშას დრო წავიდა, ბაქრაძის რატომ მოვიდა?! რა გააკეთა ჩმორმა ბაქრაძემ როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო? აქცია საკანონმდებლო ორგანო რეალური დამოუკიდებლობის მქონე საკანონმდებლო ხელისუფლებად? არა ხომ? ხო და რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ რომ ის პარტიის გაძლიერებას შეძლებს? და კიდევ, თუ მიშას დრო წავიდა, ბაქრაძის დრო რატომ ვეღარ წავიდა???",- წერს თუთბერიძე


 

big_banner
არქივი