logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: 9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა - დღეს კი უსამშობლოები სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს
- +

9 აპრილი. 2024. 14:39

 

 

9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სწორედ ამ დღეს განაცხადა ქართველმა ხალხმა, რომ სხვის ბატონობასა და კარნახს არ შეეგუებოდა. დღეს კი ისევ გვიჩიჩინებენ, რომ სხვის ნებაზე და ჭკუაზე უნდა ვიაროთ, ამისთვის კი უსამშობლო ქართველებს იყენებენ. ეს უსამშობლოები კი სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას "გამჭვირვალობის კანონპროექტის" საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებისთვის“.

 

ექსპერტის თქმით, 9 აპრილია დღე, როდესაც მესანგრეთა ნიჩბებით ხალხის დახოცვითაც ვერ შეძლეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საქართველოს სწრაფვის შეზღუდვა, დღეს, კი ყალბად აღშფოთებულ-შეშფოთებული NGO-ები შავი ფულით გააფთრებით იბრძვიან ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. 

  

„9 აპრილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სწორედ ამ დღეს განაცხადა ქართველმა ხალხმა რომ სხვის ბატონობასა და კარნახს არ შეეგუებოდა. დღეს კი ისევ გვიჩიჩინებენ, რომ სხვის ნებაზე და ჭკუაზე უნდა ვიაროთ, ამისთვის კი უსამშობლო ქართველებს იყენებენ. ეს უსამშობლოები, სწორედ იმ თანხებს მალავენ, რომელიც ამ ქვეყანაში ისევ ბატონყმური წესების დამკვიდრებას უნდა მოხმარდეს. 9 აპრილია დღე, როდესაც მესანგრეთა ნიჩბებით ხალხის დახოცვითაც ვერ შეძლეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ჩვენი სწრაფვის შეზღუდვა. დღეს, კი ყალბად აღშფოთებულ-შეშფოთებული NGO-ები შავი ფულით გააფთრებით იბრძვიან ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ღვთის ნებით და ხალხის კეთილგონიერებით ამ ბრძოლაშიც სიმართლე გაიმარჯვებს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი