logo_geo
გია აბაშიძე „გამჭვირვალობის კანონზე“: აგენტოკრატიის უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ „ენჯეოებს“...
- +

10 აპრილი. 2024. 14:10

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში 9 აპრილს „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული აქციის კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, საზოგადოების უმრავლესობა არასამთავრობოების პროტესტს არ აჰყვება.

 

მისივე თქმით, აგენტოკრატების ორკესტრირებული და უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ მათ ბევრი აქვთ დასამალი და ეწინააღმდეგებიან კანონს, რომელიც მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება და საქმიანობას არავის უკრძალავს.

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის ქართული, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს დასავლურ ანალოგებს. ორგანიზაციების გარდა, რუსეთში მოქმედი კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ქართული კანონი კი, ძალიან ახლოსაა ევროპულთან და ის ფინანსების გამჭვირვალობას ემსახურება, საქმიანობა არავის ეკრძალება.

 

 

აგენტოკრატიის ორკესტრირებული უსაფუძვლო კრიტიკა ამტკიცებს, რომ დასამალი ბევრი აქვთ საქართველოსთან მებრძოლ „ენჯეოებს“.

 

ე.წ. მასობრივი საპროტესტო მუხტიც ვიხილეთ. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არ აჰყვება შავი ფულის დამმალავ სამარცხვინო პერსონაჟებს“, - წერს აბაშიძე.

 

big_banner
არქივი