logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონმა, რომელმაც უკვე მოახდინა პატრონყმობას მიჩვეული და მოსურნე ადამიანების სრული ლუსტრაცია
- +

12 აპრილი. 2024. 12:19

 

 

ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რეალურად მართლაც არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონის ინიციირებამ. ადრე იყო მოსკოვი, იმაზე ადრე სტამბული თუ ისპაჰანი, არაბთა საამიროები თუ მონღოლთა ურდოები, იქ უნდოდათ ჩასვლა, ლაქუცი, თავის დახრა, წელში მოდრეკ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ ხელოვნების კონკრეტულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვას.

 

ნიკოლეიშვილის განცხადებით, მართალია, "გამჭვირვალობის კანონი" ჯერ პარლამენტს არ მიუღია, თუმცა, მან უკვე მოახდინა ბატონყმობას მიჩვეული  მსურველი ადამიანების სრული ლუსტრაცია.

 

"ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რეალურად მართლაც არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონის ინიციირებამ. ადრე იყო მოსკოვი, იმაზე ადრე სტამბული თუ ისპაჰანი, არაბთა საამიროები თუ მონღოლთა ურდოები, იქ უნდოდათ ჩასვლა, ლაქუცი, თავის დახრა, წელში მოდრეკა... სამაგიეროდ მათთვის ძვირფას ხალათში უყრიდნენ ხელს და ყულფში თავს. დღეს ფიქრობენ, რომ აუცილებლად ან ვაშინგტონში ან ბრიუსელში უნდა ჰყავდეთ უფროსი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამე რომ იყოს, არც მოსკოვზე იტყვიან უარს. მთავარია თავი "სვეტსკებად" წარმოაჩინონ და მსაჯი და მსაჯულიც უცხოელი სჭირდებათ, უცხოელის და თან პატრონის მშოვნელად კი ოპოზიცია მიაჩნიათ, აბა ეს ხელისუფლება ქართველობას, ტრადიციებს და ტრადიციული რელიგიების ინტერესებს იცავს, შესაბამისად მათ პატრონად მართლა ვერ გამოდგება. რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, გამჭვირვალობის კანონმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პარლამენტს არ მიუღია, უკვე მოახდინა პატრონყმობას მიჩვეული და მოსურნე ადამიანების სრული ლუსტრაცია." - წერს ლევან ნიკოელიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

 

 

big_banner
არქივი