logo_geo
ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: მონურ ფსიქიკას ვერ მოერივნენ, მმართველი გუნდიდან მიცემულ სრულ თავისუფლებას ვერ შეეგუვნენ, გულისამრევია ეს ყალბი სოლიდარობა ნაკარნახევი უცხოეთიდან და თუთიყუშივით ძახილი: არა რუსულ კანონს
- +

12 აპრილი. 2024. 12:57

 

 

მე კი დავამატებდი, არა თუ დასჯიან, ჩვეულებრივად მიიწვევენ “სამთავრობო” არხებზე, სამთავრობო ღონისძიებებზე, ეს ზუსტად იციან და ამიტომ არიან დიდ გულზე. აი ეს სხვაობაა ჩვენს და მათ შორის, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ზუსტად იციან, რომ რადიკალი პოლიტიკოსებისადმი გამოხატული სოლიდარობის გამო არათუ ვინმე დასჯის, ჩარეცხავს, სამსახურებიდან გაყრის და რეპრესიებს მოუწყობს, არამედ მინიმალურ სიტყვიერ კრიტიკასაც არ მიიღებენ პასუხად ხელისუფლებისგან“.

 

ექსპერტის თქმით, 2012 წლიდან ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, რომ ხელოვანები ჩამდგარიყვნენ საქართველოს სამსახურში, მაგრამ მათი ნაწილი მონურ ფსიქიკას ვერ მოერივნენ და მმართველი გუნდიდან მიცემულ სრულ თავისუფლებას ვერ შეეგუვნენ.

 

„მე კი დავამატებდი, არა თუ დასჯიან, ჩვეულებრივად მიიწვევენ “სამთავრობო” არხებზე, სამთავრობო ღონისძიებებზე, ეს ზუსტად იციან და ამიტომ არიან დიდ გულზე. აი ეს სხვაობაა ჩვენს და მათ შორის.

 

2012 წლიდან ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, რომ ეს ადამიანები ჩამდგარიყვნენ საქართველოს სამსახურში, მაგრამ არ გათეთრდების ყორანიო, ნათქვამია. მონურ ფსიქიკას ვერ მოერივნენ, მმართველი გუნდიდან მიცემულ სრულ თავისუფლებას ვერ შეეგუვნენ, პატრონად ვერ გამოდგა “ქართული ოცნება.”

 

გულისამრევია ეს ყალბი სოლიდარობა ნაკარნახევი უცხოეთიდან და თუთიყუშივით ძახილი:

 

არა რუსულ კანონს!

 

და ბოლოს, არ იმსახურებენ ეს ფსევდო ხელოვანები ასეთ დამოკიდებულებას, ორ სკამზე ჯდომას კარგი არასდროს არაფერი მოუტანია. ასე იქნება ახლაც. მათ აირჩიეს ეს გზა და იმასაც მალე დავინახავთ რა განაჩენს გამოუტანს მათ ქართველი ხალხი მომავალ არჩევნებზე“, – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი