logo_geo
რატი იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე: კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე
- +

12 აპრილი. 2024. 17:10

 

 

„აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იმავე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე“, -  ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“  გაკეთებულ განცხადებას.

 

იონათამიშვილის თქმით, კანონი ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც, განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და საქართველომ თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გაიწვიოს კანონი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც.

 

„აბა, რუსული კანონიო?!   

 

 

შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იმავე კანონსო.

 

 

ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ.

 

 

ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც!

 

ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

 

big_banner
არქივი