logo_geo
ნინო ფოჩხუა: ხელისუფლებაში აღარ არიან ქვეყნის გამყიდველები, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების მიმღებები, ვუსმენდი ირაკლი კობახიძეს  და ვიყავი ამაყი, ეს იყო ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კანცლერის მიმართ
- +

14 აპრილი. 2024. 12:21

 

 

“უსამშობლოები ზურაბიშვილიდან-ნათელაშვილამდე!!!

 

აღარ დამთავრდა ორკესტრირებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ამჯერად, არც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყო გამონაკლისი.

 

ის რაც შეიძლება მათთვის, არ შეიძლება ჩვენთვის, ასე უყურებენ ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე დაგვაბრუნონ იმ დროში, როცა უპირობოდ სრულდებოდა მათი ბრძანებები. იმას ვერ ხვდებიან, რომ აღარ არის ის დრო, ხელისუფლებაში აღარ არიან ქვეყნის გამყიდველები, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების უპირობო მიმღებები.

 

ვუსმენდი ირაკლი კობახიძეს  და ვიყავი ამაყი. ეს იყო ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კანცლერის მიმართ.

 

ამ ურთულეს პერიოდში, როცა არ ვიცით რა გველოდება ხვალ, უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.”

 

big_banner
არქივი