logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ბრიტანელებს სანქციები არ აქვთ დაწესებული რუსებზე, თუ გააჩნია ვის და რისთვის სჭირდება ფული, თორემ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან ტრანსფერის განხორციელება შეიძლება?!
- +

14 აპრილი. 2024. 18:04

 

 

„ელენე ხოშტარიას ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარი არა რუბლები ამჯერად ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, თან ისეთი, 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ "მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება", - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ექსპერტი სვამს კითხვას, ბრიტანელებს სანქციები არ აქვთ დაწესებული რუსებზე, თუ გააჩნია ვის და რისთვის სჭირდება ფული, თორემ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან ტრანსფერის განხორციელება შეიძლება?!

 

„ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარი არა რუბლები ამჯერად ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, აი კომუფლიაჟი, თან ისეთი 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ "მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ დაწყებული მთავარ მავნებელ სალომე ზურაბიშვილიდან ყველაზე წვრილი რადიკალით დამთავრებული ყველა რუსეთს ეჭიმება, ჰოო და ამ მოცემულობაში ძალიან უხერხული იყო რუბლებში თანხის აღება, ამიტომაც ზემდგომების რჩევით, ან სულაც ხოშტარიას თხოვნით, ფუნტ სტერლინგებში მოხდა ჩარიცხვა-ანგარიშსწორება. ხვალ "რუსული კანონი" უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია "უდიდესი" რადიკალური ძალის მატარებელია და ამიტომაც, ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს!

 

 

ისე, ბრიტანელებს სანქციები არა აქვთ დაწესებული რუსებზე, თუ გააჩნია ვის და რისთვის სჭირდება ფული თორემ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან ტრანსფერის განხორციელება შეიძლება?!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

big_banner
არქივი