logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: აი, ამ 7 პუნქტის შესრულების შემდეგ იყვირე, რომ შენ პატივს სცემ ქართულ ენას!
- +

18 აპრილი. 2024. 11:25

 

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ქართული ენის დაცვა-განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ენის დღეს აღვნიშნავთ, მჯიღს ვირტყამთ გულზე, ქართულ ენას ვადღეგრძელებთ, მაგრამ... არაფერს არ ვაკეთებთ ენისთვის! არადა, რამდენია გასაკეთებელი!

 

  1. ენის სწავლება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის!

სახეზეა: გვყავს მოქალაქეები, რომლებიც ქართულად ვერ ლაპარაკობენ, გვაქვს  სოფლები, სადაც ქართული ლაპარაკი არ ისმის!

  1. საქართველოს გარეთ არ გვაქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არცერთი ქართულენოვანი სასწავლო დაწესებულება!
  2. ინტერნეტ სივრცეში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის შექმნა. წარმოიდგინეთ - ყოველდღიურად შეეძლება საქართველოს გარეთ მყოფ როგორც ქართველს, ასევე უცხოელს, შეისწავლოს ქართული ენა უმაღლეს დონეზე. შედეგი: ქართული ემიგრაცია შეინარჩუნებს მშობლიურ ენას და ასევე გვეყოლება უცხოელი მოსწავლენიც, რომელთა ნაწილი ქართველოლოგად ჩამოყალიბდება.
  3. და ერთიც: დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გრამატიკულ და სტილისტურ შეცდომებს ტელევიზიასა და საერთოდ, მედიაში.
  4. უნდა აიკრძალოს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ქართული ენის გარდა სწავლება სხვა ენაზე მიმდინარეობდეს, გარდა სხვა ენების სწავლების გაკვეთილებისა.
  1. ქართული ბეჭდური ტექსტის წამკითხველი სრულყოფილი პროგრამის შექმნა თავისი სპელჩეკერით (აღქმული ტექსტის კორექტირება გრამატიკულ ფორმებში ჩასმული სიტყვების ლექსიკონით ავტომატურად).
  2. ენათმეცნიერების ინსტიტუტში უნდა შეიქმნას ახალი სიტყვების სამშობიარო ლაბორატორია. ამ ლაბორატორიამ უნდა დაადგინოს სამეცნიერო თუ საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში დაბადებული და ჩვენს სალაპარაკო ენაში შემოჭრილი ახალი ტერმინების ქართული ვარიანტების შექმნა, ამ ახალი ტერმინების პრეზენტაცია უნდა მოხდეს მედიით, ინტერნეტსივრცეში უნდა იყოს პოპულარული საიტი ახლად დაბადებული.სიტყვების საპრეზენტაციოდ.

 

აი, ამ 7 პუნქტის შესრულების შემდეგ იყვირე, რომ შენ პატივს სცემ ქართულ ენას!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

big_banner
არქივი