logo_geo
გიორგი უძიალური: ააშენეთ და დაამონტაჟეთ ტუალეტები!
- +

6 დეკემბერი. 2016. 01:00



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძიალური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართავს:


„თბილისის მერიასა და საკრებულოს მინდა ვკითხო: თბილისის ქუჩებში სეირნობისას ტუალეტში როცა გინდებათ, ახლომდებარე კაფეში შედიხართ, სამსახურში ბრუნდებით თუ სახლამდე ითმენთ?

 

 მოთმენა  არაა კარგი ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად რჩება 3 გზა:

 

 1. არ მიიღოთ სითხეები

 

2. შვება იგრძენით სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში

 

 3. ააშენეთ და დაამონტაჟეთ ტუალეტები!

 

იმ საწყალ ტურისტებსაც ნუ აიძულებთ თავისი ურინოწვლილი შეიტანონ ერთ დროს მზის და ვარდების მხარედ რეკლამირებული ქალაქის აყროლებაში", -წერს უძილაური.


 

 

 

big_banner
არქივი