logo_geo
მეუფე იაკობი: ჩემი უწმიდესის, პატრიარქის წინაღმდეგ წავიდა ბრძოლა
- +

6 დეკემბერი. 2016. 02:08


სოციალურ ქსელში ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის,  ქადაგება გავრცელდა, სადაც მეუფე იაკობი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე საუბრობს და მრევლს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება:

 

„სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ, არა მარტო არასამთავრობოები, არამარტო სოციალური მედია და პარტიული ესა თუ ის ტელევიზიები ცდილობენ ცუდი წერონ და ძირითადად ურტყამენ ხოლმე პატრიარქს.

 

ამას წინათ, წინა ორშაბათს, არის მედიაში ერთ-ერთ ქორეპისკოპოსზე დაიწერა სტატია, რომელიც იყო სიცრუე.

 

ჩავეძიე ვინ დაწერა, ჯერ ვინც დაწერა გვარიც ვერ მიუთითა სწორად. მე ამას არ გეტყოდით, გუშინ უწმიდესთან რომ არ ვყოფილიყავი მისული, გავესაუბრე, ხუთშაბათს ერთი იმ გუნდისაგან ვინც იყო საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი პატრიარქთან იმიტომ, რომ ჩვენთან მხარში მდგომი იბერტყა.

 

ის ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ თავის ყოფაქცევით.... ასევე ვუთხარი ჯერ-ჯერობით ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება. იმ სამსახურს გაუუქმებ, მაგრამ უწმიდესს შევპირდი, რომ გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმიდესის ის არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყუილად ჰგონიათ, ან სიძეობა რამე იმუნიტეტია. არც ეპისკოპოსობაა არავისთვის იმუნიტეტი.

 

უწმიდესს გუშინ განვუცხადე, თქვენ კარგად ხედავთ დიდი ხანია აღარ ვჩნდები. საერთოდ ვაპირებდი ეპისკოპოსობიდან წასვლას. უწმიდესსაც ვუთხარი, ისეთი სიტუაციები იყო, ისე მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა.

 

ჩემი უწმიდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა. ამ დროს მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მასეთი ხალხისგან გავათავისუფლო. უწმიდესმა ადრეც გაუშვა მაგ სამსახური, მაგრამ ვიღაცეების იმით დარჩნენ, ვითომ ასრულებენ. ნამდვილად, მანამდეც და დღესაც უხეშად ერევიან... მე თუ პირადად მეხებიან, ეგ არაფერია, პირადად მე ვალდებული ვარ მოვითმინო.

 

პატრიარქი გავაფრთხილე, ისინი სამსახურში მაინც ვერ ივლიან, ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ მერე ერისთვის გაუგებარი არ იყოს. ჩემთვის ღირსება უპირველესია, ეპისკოპოსობა არაფერს ნიშნავს თუ ღირსება არ იქნება. მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. ამას იმიტომ ვამბობ, თან დროც მივეცი, ისინი ვინც იცავენ, დაიცვან და იმათაც მივაყოლებ ზევიდან.

 

შენდობას ვითხოვ ასე რომ ვილაპარაკე, უწმიდესმა თვითონ გამომარჩია მე ეპისკოპოსად. ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი ჩემი ეპისკოპოსობის. მაშინვე დამნიშნა მე ქორეპისკოპოსად და იმ ნდობას მე გაუმართლებ უწმიდესს.

 

პატრიარქის გვერდზე ძაღლები სწავლობენ ზნეს და თვინიერდება. შენ რომ ეკლესიის წინააღმდეგ წახვალ და შეკვეთების მიცემას დაიწყებ... საქართველო ძალიან პატარაა და ძალიან ადვილად ვიგებთ ვინ ვის რას უკვეთავს.

 

უწმიდესს ვუთხარი, გამოვიკვლიე და თქვენს გარეშე არ გავაკეთებ ამას. ისე გავაკეთებთ, რომ ეს სამსახური არ დაზიანდეს, რამდენიმე წესიერია ამ სამსახურში. დანარჩენი ამ ადამიანის მონები არიან და ასრულებენ... არ ვიცი მაგასაც შევამოწმებთ ვინმე შეიარაღებული ლაშქარი ხომ არ რის ჩვენთან ეკლესიაში და მათაც მივხედავთ.

 

იცოდეთ ერთი რამ, ჩვენთან სინოდშიც, სამღვდელოებაშიც და საერთოდ ბერ-მონაზვნობაში, მრევლში უდიდესი ნაწილი მართლაც კარგი ქრისტიანია და ვიღაცეებს არ მივცემთ იმის უფლებას.... ძალიან ძნელია ხოლმე, ისეთ ადამიანებს ეძლევათ ჯვარი, რომელიც ვერ ზიდავს... ხელმწიფის ნავში დგომა რთულია, თავში უვარდებათ ხოლმე, ვირს რომ ავარდნოდა თავში, რომ მაცხოვარი მის ზურგზე იჯდა ისე მოსდის ხალხს. ვინც არ უნდა იყოს, ვნახავთ ყველას და მივხედავთ", - იქადაგა მეუფე იაკობმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი