logo_geo
ბაღათერ არაბულის ახალი წიგნი - „ხევსურული საგა“
- +

6 დეკემბერი. 2016. 12:53



მწერალთა სახლში პოეტ ბაღათერ არაბულის ახალი წიგნის „ხევსურული საგა" წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია კახიძე ავრცელებს.


„მასთან შესახვედრად ჯანსუღ ჩარკვიანი, რევაზ მიშველაძე, გენო კალანდია, თემურ ჩალაბაშვილი და უამრავი მეგობარი, კოლეგა და საინტერესო სტუმარი მობრძანდა.

 

ყველას უხაროდა ამ არაჩვეულებრივ პოეტთან შეხვედრა, მისი ლექსების მოსმენა, სითბო და ახალი წიგნის დაბადება.

 

ვულოცავ ბატონ ბაღათერს დღევანდელ დღეს. არასოდეს მოკლებოდეს წიგნის გამოცემით გამოწვეული სიხარული, მეგობრების სიყვარული და ახალი ლექსების წერის სურვილი.

 

დღეგრძელობას გისურვებთ, ბაღათერ!" - წერს მაია კახიძე.

 


 

big_banner
არქივი