logo_geo
მანანა კობახიძე: ევროპელი სანტა კარგიაო, კეთილიაო და ქართველი ბაბუ-ბოროტი, მოძალადე და მკვლელი?!
- +

5 იანვარი. 2017. 12:16




„ქვეყანაში ნამდვილად ბევრი პრობლემაა საიმისოდ, რომ new studios გადაღებულ, რაღაც კლიპზე არ ვხარჯოთ დრო, მაგრამ, მაინც არ შემიძლია ორიოდე სიტყვით ჩემი აზრი არ გამოვთქვა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიზე წერს.

 

„არ ვიცი, ვის ინტერესებშია ასეთი ძალადობრივი შინაარსის, პირდაპირ ანტიქართული კლიპის გავრცელება, ვის და რას ემსახურებიან?! რისი თქმა უნდათ?! ევროპელი სანტა კარგიაო, კეთილიაო და ქართველი ბაბუ-ბოროტი, მოძალადე და მკვლელი?! და ვის ჭირდება ასეთი დისკურსი?! რას აღვივებენ?! სამარცხვინო და პროვოკაციული კლიპია, ავტორიც, შემსრულებელიც, დამკვეთიც, გამავრცელებელიც, არამგონია ბოლომდე ჯანსაღად აზროვნებდნენ, ან იქნებ მე ვცდები და რაღაც არ მესმის ესოდენ "მაღალი ხელოვნების"?! ცენზურა დაუშვებელია, მაგრამ, მინიმუმ, როგორც მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მქონე და აშკარა ძალადობრივი შინაარსის კლიპი, კანონით შესაძლებელია ეთერიდან მოიხსნას. ახლა, ოპონენტები გამოვლენ და ისევ ქართულ ზღაპრებს დაგმობენ, იქაც ბევრი ძალადობააო, რა ვქნათ, თუკი მე და ბევრ ჩემნაირს, მაინც ჩვენი მშობლიური ზღაპრები და თოვლის ბაბუა გვირჩევნია?! ყველაფერი მესმის, მაგრამ აი საზოგდოებისთვის ახალი წლის ასეთი ფორმით მილოცვა, მართლა გაუგებარია!" - წერს მანანა კობახიძე.

 

 

 

 

 

 




 

big_banner
არქივი