logo_geo
ირაკლი გოგავა: მაღლაფერიძის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წინაშე კლასი ეტყობოდა...
- +

5 იანვარი. 2017. 22:50




„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წინაშე გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მაღლაფერიძე „კანდიდატებს შორის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩანს".

 

„ვასილ მაღლაფერიძეს გამოსვლას და კითხვა-პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წინაშე კლასი ეტყობოდა. კანდიდატებს შორის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩანს - დიდი სკოლა აქვს გავლილი. „მძიმე წონა" საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორისთვის აუცილებელია, რადგან ეს წონა წარმოადგენს იმ ჯავშანს, რომელსაც მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკების კასტა ვერ გაარღვევს",- წერს გოგავა. 


 

big_banner
არქივი