logo_geo
პაატა ქურდაძე: ღორების პასპორტი კი არა დაბადების მოწმობაც უნდა მოითხოვონ!
- +

5 იანვარი. 2017. 23:40


 

 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ღორების პასპორტებზე რომ „ღადაობდა" მთელი facebook-ი, საქართველოს გზებზე მტვერსა და გამონაბოლქვში გამოფენილი ღორის გალურჯებული თავები, ბარკლები, ნეკნები და თბილისის სადარბაზოებში პატარა მაგიდებზე აგებული სულგუნის პირამიდები მახსენდებოდა და ვფიქრობდი, მარტო პასპორტი კი არა დაბადების მოწმობაც უნდა მოითხოვონ-მეთქი. როგორც ევროპაში - გასაყიდ ხორცის ნაჭერს ყოველთვის აწერია დაკლული საქონლის წარმომავლობა (ცხადია ადგილობრივი წარმომავლობა ხარისხის და ჰიგიენის მეტი გარანტიაა მომხმარებლისათვის).

 

სრულიად სერიოზულად ვამბობ, საქართველოში ნებისმიერი კლასის რესტორანში მეშინია ხორცის ჭამა. ყველზე არაფერს ვამბობ, მე მინახავს რა ჰიგიენის პირობებშიც მზადდება ის. ყველი ქუჩაში და ბაზარში უმაცივროდ რომ ყიდიან... ამიტომ რძის პროდუქტებს და ყველს თბილისში ძირითადად შედარებით ნორმალურ სუპერმარკეტში ვყიდულობ - უფრო გარანტირებული მგონია ან თავს ვიტყუებ... ყოველ შემტხვევაში ის მაინც ვიცი ვის მოვთხოვო პასუხი რამე რომ იყოს...

 

ახალი წლიდან საფრანგეთში კონსერვებზე, გაყინულ, მზა და ნახევრად მზა საკვებზე - ანუ ყველაფერზე რაც სუპერმარკეტებში, ხორცის მაღაზიებში თუ ბაზრებში იყიდება აგრეთვე რძეზე და რძის პროდუქტზე აუცილებელი გახდა ეტიკეტზე ეწეროს პროდუქტში გამოყენებული ხორცის და რძის წარმომავლობა. მაგალითად სოსისს, ლანზანში, ან იოგურტში. ასევე რესტორნები ვალდებულები არიან მეიუში მიანიშნონ ხორცის წარმომავლობა - წინააღმდეგ შემტხვევაში უზარმაზარი ჯარიმაა - რამდენიმე ათასი ევრო... რად უნდა ლაპარაკი, რომ ტაილანდიდან ჩამოტანილ ხორცსა და ფრანგულს შორის უპირატესობა ფრანგულის მხარესაა...

 

ახლა ვუყურე რეპორტაჟს ამ ახალ კანონზე. თქვენ წარმოიდგინეთ ყველა კმაყოფილია, მომხმარებელიც და მწარმოებელიც... ნუ შეიზლება გაყინული ხორცის იმპორტიორები იყვნენ უკმაყოფილო. არ ვიცი...ყოველ შემტხვევაში არავინ ღადაობს ძროხების და ღორების ცისფერ სისხლზე და წარმოშობაზე, რადგან ზუსტად იციან, რომ ეს კანონი ყველას ჯანმრთელობას შეეხება",- წერს ქურდაძე. 


 

big_banner
არქივი