logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: ამას ისე ამბობენ, თითქოს შვებით არ ამოესუნთქოთ იმ კაციჭამიებისგან...
- +

6 იანვარი. 2017. 14:00



„მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში წუწუნებენ და საკუთარ უნიათობას მთავრობას აბრალებენ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი წერს.

 

„ადამიანები, რომლებიც სულ იმას გაიძახიან „ამ მთავრობას გვერდში ვედექით, აქციებზეც დავდიოდით, სამსახური კი არ გვაქვსო". ამას ისე ამბობენ, თითქოს შვებით არ ამოესუნთქოთ იმ კაციჭამიებისგან... პატრიოტიზმზე პრეტენზია აქვთ და ამ დროს აქციაზე დგომას კაცმა არ იცის ვის ამადლიან...

 

ადამიანს, რომელსაც კითხავ როგორ ხარო და მთავრობას აგინებს და ამ დროს მისი ოჯახის მინიმუმ ორი წევრი მუშაობს, მანქანებიც ჰყავთ და „პაესტკებსაც" არ იკლებენ...

 

დასკვნა: წუწუნი ქართულად ნიშნავს - „შენზე მეტი ფული მაქვს მაგრამ არ ვიძახი"...

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი