logo_geo
ნუგზარ წიკლაური: 20 იანვარს ეს უმსგავსობა აუცილებლად დასრულდება!
- +

6 იანვარი. 2017. 15:45


„20 იანვარს ეს უმსგავსობა აუცილებლად დასრულდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის შესახებ წერს და აქვე პარტიის წევრ ემზარ შუბლაძის პოსტს აქვეყნებს:


„ყოველგვარ ზღვარს გასცდა პარტიის ზოგიერთი ხელმძღვანელის ქმედებები.

 

მიუხედავად ჩვენი მკაფიოდ განსხვავებული პოზიციისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის გვერდზე, ამავე ორგანიზაციის სახელით იდება მასალები, რასაც არ ვიზიარებთ.

 

მოვუწოდებ მათ, ვინც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ღებულობს, დროულად შეწყვიტონ სამტრედიის ორგანიზაციასთან შეუთანხმებლად მასალის დადება, თორემ ცუდად დაგიბრუნდებათ ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ახლა ნათელია თუ საით მიგვაქანებდით, ძალადობისკენ და პარტიული ორგანიზაციების შეხედულებების უგულებელყოფისკენ.

 

აი, ეს არის თქვენი დემოკრატია!!!" - აცხადებს შუბლაძე.




 

big_banner
არქივი