logo_geo
ირაკლი გოგავა: საქართველოს მთავრობა! ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ეს მიდგომაა საჭირო ჩვენთვის!
- +

6 იანვარი. 2017. 16:15




„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას აქვეყნებს და აქვე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.


„ტოიოტამ განაცხადა, რომ ის ააგეს ქარხანას მექსიკაში და მანქანებს აშშ-ში გასაყიდად შემოიყვანს. არავითარ შემთხვევაში! ააგეთ ქარხანა აშშ-ში ან გადაიხადეთ დიდი საბაჟო გადასახადი!" - განაცხადა ტრამპმა.


„საქართველოს მთავრობა! ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ეს მიდგომაა საჭირო ჩვენთვის! ასე გადაწყდება უმუშევრობა და დაიწყება ეკონომიკური ზრდა! შეცვალეთ აქცენტები „4-პუნქტიან გეგმაში" წარმოების სასარგებლოდ!" - წერს გოგავა.




 

big_banner
არქივი