logo_geo
რომან გოცირიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!
- +

9 იანვარი. 2017. 10:57




„ნაციონალურ მოძრაობაში" არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტიის წევრი რომან გოცირიძე წერს. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანობის შენარჩუნების შანსი ნულის ტოლია, თუმცა იგი პარტიისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.


„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არცერთი განცხადება, მანამ სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია.

 

„ნაციონალური მოძრაობის" შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!

 

ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა.

 

„აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს"!" - წერს გოცირიძე.


 

big_banner
არქივი