logo_geo
თამარ მოლაშვილი: ვინც ნიკა გვარამიას იცავს, ან აგინებს...
- +

9 იანვარი. 2017. 17:25


 



თამარ მოლაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმიანება:


„ვინც ნიკა გვარამიას იცავს, ან აგინებს...

 

თანამდებობას და ძალაუფლებას ხელში რომ ჩაიგდებ, სხვისი მიჯირყვნით და გაუბედურებით არ უნდა იყო დაკავებული.

 

თუ შენს შინაგან რეალურ ადრე გამოუმზეურებულ ბუნებას ვერ აჯობებ, ზოგს უფალი დაგამტვრევთ თითებს, ზოგს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად გამწარებული ადამიანი გაგისწორდებათ!

 

მიწიერნი ვართ და ფრთებს ნურავინ გამოვისხავთ.

 

მე ცხარეზე ცხარე კრუხი ვარ და აჰა ჩამქოლეთ აუცილებლად მექნება პროტესტის გრძნობა, ვინც ჩემი შვილის სახელს შეეხო!

 

ფრთები არ მაბია.

 

ეს ძველებსაც ეხება და ახლებსაც..." - წერს მოლაშვილი.




 

big_banner
არქივი