logo_geo
ზაზა სიამაშვილი: ვინმეს ეჭვი ეპარება ავთენტურობაში?
- +

13 იანვარი. 2017. 01:20



„ვინმეს ეჭვი ეპარება ავთენტურობაში? ზუსტად ამოვიკითხე,  სააკაშვილის და ნაყოფიას აქცენტები. ხმის დადებაც კი არ არის საჭირო. ისეთი ნაცნობი სტილისტიკაა" , - ამ სიტყვებით აფასებს ლექტორი ზაზა სიამაშვილი  უკრაინული  wikileaks-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ  ჩანაწერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და კობა ნაყოფია საუბრობენ.

 

როგორც სიამაშვილი საკუთარ facebook-ზე წერს,  საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და გამოძიება დაიწყოს.


„პროკურატურა სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს. ახლა ამ მთავრობას არ გამოადგება ის არგუმენტი, რომ ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც იქცეოდნენ სააკაშვილის დროს. აქ ამაზე არ არის საუბარი, ახლა არის საუბარი სახელმწიფოს და კერძოდ პროკურატურის თავმოყვარეობაზე. მან უნდა აღასრულოს თავისი კომპეტენცია. გასაგებია, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ისინი, ვინც არიან მოხსენიებულები - ელისო კილაძე, ნაძირალა კობა ნაყოფია და ა.შ. უნდა მიაბრძანონ პროკურატურაში, სასწრაფოდ დაკითხონ! აქ საუბარია იარაღზე და ფულით მოსყიდვაზე. ამას ადრე ამერიკაში იცით, რა მოჰყვა? ნიქსონის იმპიჩმენტი მოჰყვა...

 

ვინმეს ეჭვი ეპარება ავთენტურობაში? ზუსტად ამოვიკითხე,  სააკაშვილის და ნაყოფიას აქცენტები. ხმის დადებაც კი არ არის საჭირო. ისეთი ნაცნობი სტილისტიკაა, ამას არ სჭირდება ზედმეტი ექსპერტიზები. აშკარად სახეზეა ნაყოფიას საუბრის სტილი. ელისო კილაძე რომ ფულს იღებს, ვინმესთვის უცხო ამბავია?

 

პროკურატურამ დღესვე უნდა მიიყვანოს და დაიწყონ პროცედურები. არ უნდა გადავადდეს, თორემ ნაყოფიაც და კილაძეც ისევე გაიქცევიან, როგორც დანარჩენები. ფული არ აქვთ თუ თავშესაფრის ძებნა გაუჭირდებათ?!

 

ამ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ამაზრზენი რაღაც, რატი გაჩეჩილაძეს დააკისრეს 5 000 ლარი და რისთვის?!... იმის გამო, რომ ნაპროკურორალი ნაძირალა, მიკერძოებული ტელევიზიის შეფი გალახა. ძალიან აღშფოთებული ვარ და კიდევ უფრო აღშფოთდება ხალხი. დღეს ქართველი ხალხი საჭმელზე ნაკლებად ფიქრობს, მათ სამართლიანობა ენატრებათ", - წერს სიამაშვილმა.  


 

big_banner
არქივი