logo_geo
„ჯართს რომ უწოდებ სააკაშვილს, იგივეა გაშორებულ ქმარს ცოლმა იმპოტენტობა დააბრალოს…“
- +

15 იანვარი. 2017. 20:11


 


ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„როდესაც ოჯახი ინგრევა, ან კომპანია იშლება, ყველაზე მძიმე საყურებელია როდესაც ერთ-ერთი, ყოფილ პარტნიორთაგან, იწყებს მეორე პარტნიორის ლანძღვას, განქიქებას და ყველაფრის მასზე დაბრალებას. ოჯახშიც, ფირმაშიც და პარტიაშიც თუ რამე ცუდი ხდება, ეს პარტნიორების თანაბარი პასუხისმგებლობის საკითხია. ჯართს რომ უწოდებ სააკაშვილს, იგივეა გაშორებულ ქმარს ცოლმა იმპოტენტობა დააბრალოს მაშინ, როცა შვილების მთელი ინკუბატორი ჰყავს. ცოტა ღირსეულად ვერ წახვიდოდით დალოცვილებო?", - წერს გამყრელიძე.


 

big_banner
არქივი