logo_geo
„მთელი დღის ნაგროვები ხურდები მოხუც მათხოვარს მისცა... მარტო მე არ უნდა შემხვდეს ყველაფერიო...“
- +

15 იანვარი. 2017. 23:27




სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„აიდონისთან ყველაფერი გვარდება ნელ-ნელა. მასაც, დედმამასაც და პატარა დებსაც უკვე აქვთ საჭმელი,სათამაშოები, ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, მოვუგვარეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, საბუთების ამბებიც გვარდება ნელნელა, მის დედას კი ვუმკურნალებთ. დარჩა საშოვნი საწოლი და მაგიდა, იქნებ ვინმეს გქონდეთ ზედმეტად სახლში, მე მოვალ და წავუღებ.  გრძნობს ადამიანების მხარდაჭერას და აწი ნახეთ თქვენ მისი მედლები და ჩემპიონობა.

 

დღეს, როცა ყველაფერი ვუყიდე, მივდიოდით, უკან ჩამომრჩა და მთელი დღის ნაგროვები ხურდები მოხუც მათხოვარს მისცა. ლამის „ავღნავლდით" ქუჩაში. მარტო მე არ უნდა შემხვდეს ყველაფერიო. აესეთი ბიჭია და ყველაფერს იმსახურებს!", - წერს სინჯიკაშვილი.


big_banner
არქივი