„2017 წელი ნამდვილად წინსვლის წელი იქნება!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს და აქვე მსოფლიო ბანკის 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აქვეყნებს.
„აბა შეადარეთ მსოფლიო ბანკის პროგნოზები:
2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%,
სომხეთი 2,7%,
აზერბაიჯანი 1,2%,
რუსეთი 1,5%,
თურქეთი 3%.
საქართველოს 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ასევე ევროპისა და ცენტრ. აზიის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა;
ბულგარეთი (3,2%),
უნგრეთი (2,6%),
პოლონეთი (3,1%),
რუმინეთი (3.7%),
ხორვატია (2,5%),
მოლდოვა (2,8%), და სხვა", - წერს კვაჭანტირაძე.