logo_geo
„ექსკლუზივი - ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში!“ - ირაკლი გოგავას სკანდალური განცხადება
- +

16 იანვარი. 2017. 17:19



„ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა წერს და შემდეგი სახის ინფრომაციას ავრცელებს:

 

„სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. ალბანეთში Gulf-ის სახელით მათი ფირმები "Sun Petroleum Albania Trading" JSC და "Sun Petroleum Albania" LLC მოქმედებენ. საქართველოში Gulf-ის ოპერატორი "Sun Petroleum Georgia LLC" იყო. ეტყობა "კეზერას" ეს სახელი კარგად აქვს დაცდილი. ქსელის ასამუშავებლად Gulf-ის ქართული მენეჯმენტი წაიყვანეს. ქართველი ხალხისგან ნაძარცვი ფული "საიმედოდ" დააბინავეს.

 

თუ ერთ-ერთი ყოფილი ქართველი "გალფელის" რეზო სააკაძის ამჟამინდელი პოზიციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა ალბანეთის KFC (სწრაფი კვების ქსელი) კეზერაშვილს ეკუთვნის.

 

P.S. ჟურნალისტების საყურადღებოდ, ეს ჩემი პირადი ინფორმაციაა და დრო არ დახარჯოთ ინტერნეტში წყაროს ძებნით. ექსკლუზივია", - წერს გოგავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი